+995 591 34 44 55
Change language to GEO
Georgian Center for Security and Development
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) განცხადება საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ
12
Oct

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) განცხადება საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ

გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლელობაზე საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

რუსეთის პოლიტიკა როგორც მეზობლებთან, ასევე ზოგადად, დასავლეთთან ურთიერთობებში ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყენებს ენერგოშემცველების ექსპორტს თავისი პოლიტიკური ამოცანების მიღწევისათვის, რომლის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენა, რიგ შემთხვევებში - შენარჩუნება წარმოადგენს. 

დიდწილად, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობება, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირება და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება იქცა. 
უშულოდ საქართველოც არაერთხელ გამხდარა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და ენერგეტიკული  ბერკეტების გამოყენების, მათ შორის, ბუნებრივი აირის შეზღუდვის ობიექტი. 
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციიდან ბუნებრივი აირის იმპორტი განიხილოს არა მხოლოდ, კომერციულ, არამედ უფრო ფართო, მათ შორის, უსაფრთხოების პოლიტიკის ჭრილში და სრულად გაანალიზოს და გაითალისწინოს, როგორც ხსენებული მოლაპარაკების პროცესის, ასევე მისი შესაძლო შედეგების   უარყოფითი მხარეები. 
 
Back