ჩვენი გუნდი

სანდრო მეგრელიშვილი

სანდრო მეგრელიშვილი

ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი

სანდრო მეგრელიშვილი GCSD-ის გუნდს 2020 წლის ოქტომბრიდან შემოუერთდა ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. სანდროს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი დიდი ბრიტანეთის სენტ ენდრიუს უნივერსტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ხოლო მაგისტრის ხარისხი - ილიას სახელმწიფო უნივერსტეტში, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. მას ასევე გავლილი აქვს რამდენიმე საერთაშორისო კურსი, რომელთა შორის გამოსარჩევია დიდი ბრიტანეთის სამხედრო აკადემიაში ჩატარებული სწავლება - “თავდაცვის მართვა უსაფრთხოების ფართო კონტექსტში”. პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი სანდრომ თავდაცვის სამინისტროში გაატარა, სადაც ძირითადად მუშაობდა სხვადასხვა ანგარიშებისა და დოკუმენტების მომზადებაზე. ამასთან ერთად, ის ეწევა აკადემიურ საქმიანობას. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის დოქტორანტი.