პროექტები

ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება საქართველოსა და აზერბაიჯანში

პროექტი: ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება საქართველოსა და აზერბაიჯანში
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი;
ხანგრძლივობა: 8 თვე
სამიზნე რეგიონი: საქართველო, აზერბაიჯანი

პროექტის მთავარი მიზანი იყო საჯარო სამსახურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის რეგიონში არებული უსაფრთხოების საკითხებზე, კონკრეტულად რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, შესახებ ცოდნის ამაღლება.

ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით და მოიცავდა რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის შესახებ კოცეპტუალურ ანალიზს. 

შემთხვევის შესწავლით შემუშავდა ერთობლივი პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სიღრმისეულ ანალიზს, ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსიები.

პროექტის დასასრულს ჩატარდა კონფერენცია - „ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება და დერადიკალიზაციის პროცესი საქართველოსა და აზერბაიჯანში“