სიახლე

კონკურსი საერთაშორისო ექპერტის/ორგანიზაციის შესარჩევად

 

ტექნიკური დავალება საერთაშორისო ექპერტებისთვის/ორგანიზაციებისთვის ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მასთან გამკლავებაში საუკეთესო პრაქტიკების შესახებ სახელმძღვანელოს შესაქმნელად

პროქეტი: „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“

GCSD PCVE - 004

 

ზოგადი კონტექსტი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეფექტურ და დემოკრატიულ მმართველობასა და მის მდგრად განვითარებას. GCSD-ის საქმიანობა მოიცავს: კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, GCSD ახორციელებს ოთხწლიან, მრავალსაფეხურიან პროგრამას, „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა“.

GCSD-მ შეადგინა პროგრამა, რომელიც მრავალი დაინტერესებული მხარის ჩართვას ითვალისწინებს, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაზრდისთვის დაგეგმილ აქტივობებში.

4 წლის განმავლობაში GCSD იმუშავებს სხვადასხვა აქტორთან, მათ შორის სახელმწიფოსთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან; პროექტის ბენეფიციართა შორის იქნებიან: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს რეგიონებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედია.

პროექტი გადაამზადებს პრაქტიკოსებს სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებიდან, შექმნის მდგრად ინსტიტუციონალურ ცოდნას ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მუშაობს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციაზე. პროგრამა გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იმისათვის, რომ მათ განახორციელონ საკუთარი  პროექტები, რომლებიც ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის საშიშროების გააზრებასა და შემცირებაზე იქნება კონცენტრირებული.

1. საკონტაქტო პირები:

გიორგი გოგუაძე - პროექტის მენეჯერი g.goguadze@gcsd.org.ge

მარიამ თოხაძე - პროექტის კოორდინატორი m.tokhadze@gcsd.org.ge

2. დავალების მიზანი

GCSD ეძებს ექსპერტს/ორგანიზაციას იმისათვის, რომ:

შემუშავდეს პრაქტიკული სახელმძღვანელო საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისთვის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისთვის (CNCS).

CNCS-ის საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად, GCSD გვთავაზობს სახელმძღვანელოს შემდეგ სტრუქტურას, თუმცა კანდიდატებს შეუძლიათ ცვლილებების შეთავაზება საჭიროების შემთხვევაში:

  • პოლიტიკური ძალადობა, ტერორიზმი, ძალადობრივი ექსტრემიზმი, რადიკალიზაცია - ძირითადი ცნებების განმარტებები და ისტორიული ევოლუცია - ამ თავმა უნდა განიხილოს ტერმინების განსაზღვრის პრობლემა და მისი გავლენა პრაქტიკოსებისთვის. მან კრიტიკულად უნდა შეაფასოს სამუშაო განმარტებები, რომლებიც არსებობს საქართველოს კონტექსტში. ასევე, უნდა განიხილოს ფენომენის ისტორიული ევოლუცია და შეაჯამოს ლიტერატურა, რომელიც  თითოეულ მათგანს განმარტავს.
  • კონტრტერორიზმის გამოწვევები დემოკრატიულ სახელმწიფოში - ამ თავმა უნდა გადმოსცეს ზოგადი აღწერა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება დემოკრატიული სახელმწიფოების კონტრტერორისტული პოლიტიკა ავტორიტარული რეჟიმებისგან და იმ სტანდარტებისგან, რომელთა წინააღმდეგაც ის მიდის. განხილულ უნდა იქნეს გამოწვევები, მათ შორის - ადამიანის უფლებების დაცვა და უმცირესობების ინტეგრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
  • ინსტიტუციური ჩარჩოები - ამ თავმა უნდა წარმოადგინოს ინსტიტუციური მოწყობის შემთხვევის შესწავლა, რაც ინსტიტუციების კოორდინაციასა და თანამშრომლობას მეტად ეფექტიანს და პროდუქტიულს ხდის.
  • რადიკალიზაციის პრევენცია - წარმატებული სტრატეგიები - ამ თავში უნდა გამოიკვეთოს პრევენციული მუშაობის მნიშვნელობა. ის უნდა შეიცავდეს 2-5 შემთხვევას არსებული ეროვნული სტრატეგიებისა (ან მათ ნაწილს), რომელიც ფართოდ აღიარებულია წარმატებულად. მან ნათლად უნდა განმარტოს, რატომ განიხილება ეს სტრატეგიები პოზიტიურ პრაქტიკებად და აღნიშნოს მათი ნაკლოვანებები, არსებობის შემთხვევაში.
  • სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისთვის - საუკეთესო პრაქტიკები - ამ თავში უნდა შეგროვდეს და წარმოდგენილი იყოს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები პრევენციის, ინფორმაციების გაცვლის, კონტრტერორიზმისა და რეაბილიტაციის სფეროში.
  • დაბრუნებულთა საკითხის მოგვარება - ამ თავში  წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია წარმატებული რეპატრიაციის პროგრამების შესახებ და თუ რატომ მიიჩნევა ისინი ასეთებად. ასევე მოძიებულ უნდა იქნეს პოზიტიური მაგალითები ოჯახის წევრების დერადიკალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებზე. ეს არ უნდა შემოიფარგლებოდეს ტერორისტი მებრძოლების ოჯახის წევრების რეპატრიაციით, არამედ მათ შეიძლება გამოიყენონ ექსპერტული გამოცდილება, რომელიც არსებობს სხვა შესაბამის სფეროებში, როგორიცაა DDR პროგრამები. გარდა ამისა, თავში უნდა იყოს კომპონენტი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში დერადიკალიზაციის საკითხს ეხება.
  • კომუნიკაცია - თავი ეხება ძალადობრივი ექსტრემიზმის ნარატივებს და როგორ გამოიყენება ისინი ექსტრემისტული/ტერორისტული ორგანიზაციების მიერ რეკრუტირებისას. კომპონენტი უნდა მოიცავდეს რამოდენიმე შემთხვევის შესწავლას. შეისწავლილ უნდა იქნეს კონტრნარატივების შექმნისა და გავრცელების პროცესი და მეთოდები. თავის განუყოფელი ნაწილია დისკუსია, იმის შესახებ თუ როგორ იყენებენ ექსტრემისტული/ტერორისტული ორგანიზაციები თანამედროვე ტექნოლოგიებს შეტყობინებების მაქსიმალურად გავრცელებისთვის და ინფორმაცია კონტრ ზომებზე, რომელიც მსოფლიოში არსებობს.

ზოგადი კვალიფიკაციები და უნარები ექსპერტებისთვის/ორგანიზაციებისთვის

  • მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით საერთაშორისო ურთიერთობებში, უსაფრთხოებაში, განათლებაში ან/და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ზემოხსენებულ სფეროებში;
  • მსაგვსი დოკუმენტების/პუბლიკაციების წერის დადასტურებული გამოცდილება;
  • ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციასა და მასთან გამკლავების სფეროს ცოდნა და ამ მიმართლებით სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისურად წერის კარგი უნარი;
  • კომპიუტერული ცოდნა.

აუცილებელი პროფესიული გამოცდილება

  • სულ მცირე 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება ძალადოპრივი ექსტრემიზმის პრევენციასა და მასთან გამკლავების სფეროში;
  • სპეციფიკური მასალების შემუშავებისა და მიწოდების გამოცდილება.

გამოყოფილი სამუშაო დღეები  - 20 სამუშაო დღემდე 

3. შესრულების მაჩვენებლები

საერთაშორისო ექსპერტის/ორგანიზაციის მუშაობის ამსახველი მაჩვენებლებია დავალების კარგი დაგეგმვა და შესრულება, შედეგების დროულად წარდგენა, პროექტის გუნდთან წარდგენილი დოკუმენტის ხარისხი.

4. ექსპერტს/ორგანიზაციას პროექტის გუნდი აირჩევს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე, სადაც კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ცვლილებები და დასაბუთება იმ შემთხვევებისა, რომლის შესწავლასაც აპირებენ. სამოტივაციო წერილში მოცემული უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვა და დავალების შესრულების ვადები. საბოლოო დოკუმენტი GCSD-ს უნდა გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 30 მარტისა. ხარჯთაღრიცხვისთვის არ არის გამოყოფილი შაბლონი და თითოეულ განმცხადებელს შეუძლია წარმოადგინოს მისთვის ხელსაყრელი ფორმით. CV და სამოტივაციო წერილები უნდა გამოიგზავნოს vacancy@gcsd.org.ge - ზე  შემდეგი თემით (subject) : GCSD PCVE – 004

5. აპლიკაციების მიღების საბოლოო ვადაა 2021 წლის 11 იანვარი, თბილისის დროით 18:00 საათი.

 

მიმაგრებული ფაილები