სიახლე

სიახლეები მიმდინარე პროექტებზე - ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება

‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ - ოთხწლიანი მრავალმხრივი პროგრამაა, რომელიც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) გასული წლის მარტში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო.

პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება. ამისათვის, პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი თემებისა და სხვა ჩართული მხარეების მონაწილეობით, აქტიური და კომპლექსური ღონისძიებები ხორციელდება.

ამ დროისათვის, GCSD - მ უკვე განახორციელა შემდეგი აქტივობები:

  • რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, GCSD - მ ერთი ქვეგრანტი გასცა, რითაც თემატური პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კიდევ ცხრა ქვე გრანტის გაცემა.

 

GCSD – ის პირველი პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ გახდა, რომელსაც, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 7 წლის მანძილზე, სხვადასხვა პროექტის განხორციელების გამოცდილება აქვს. მიღებული გრანტით, პედაგოგთა ფორუმი, ახორციელებს პროექტს - „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციის და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“. პროექტი მიზნად ისახავს, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონის თემში, ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის გზით.

 

  • განხორციელდა მოკლევადიანი კვლევითი პროექტი. GCSD - მ გამოაცხადა კონკურსი სოციალურ მედიაში სიძულვილის ენისა და ექსტრემისტული განცხადებების მონიტორინგის ჩასატარებლად, რაც საზოგადოების პოლარიზაციაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ნაშრომი გამოქვეყნდა GCSD - ის ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელებზე და ის ყველა დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი.

 

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება

  • შემუშავდა ტრენინგის მოდული ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსების საჭიროებების გათვალისწინებით;
  • კომისიის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგების სესია;
  • გამოცხადდა კონკურსი საერთაშორისო ექპერტებისთვის/ორგანიზაციებისთვის ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მასთან გამკლავებაში საუკეთესო პრაქტიკების შესახებ სახელმძღვანელოს შესაქმნელად. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების ზრდა

GCSD - მ დაიქირავა საერთაშორისო ექსპერტი იმისათვის რომ:

  • შემუშავდეს უსაფრთხოების სამსახურების საჭიროებებზე მორგებული, ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის შესახებ სრული სასწავლო გეგმა;
  • შემუშავდეს ტრენეტთა ტრენინგის მოდული, რომელიც აამაღლებს ცენტრის ტრენერებისა და ლექტორების კომპეტენციას;
  • ჩატარდეს ტრენერთა ტრენინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების განვითარება

GCSD - მ დაიქირავა საერთაშორისო ექსპერტი იმისათვის რომ:

  • შემუშავდეს ტრენინგის ონლაინ მოდული ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის შესახებ, სამართალდამცავი ინსტიტუტების საჭიროებებს გათვალისწინებით;

განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფოგრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილად.

მიმაგრებული ფაილები