სიახლე

ტრენინგი ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგი, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ დასრულდა.

ტრენინგში მონაწილეობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორის კომისიის შემადგენლობაში შემავალი თემატური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები.

ტრენინგი კონტრორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტმა უილიამ ფარელმა ჩაატარა. ტრენინგის პირველი დღე, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართულებით არსებულ ძირითად თეორიებს და კონცეფციების განმარტებას დაეთმო. მეორე დღეს, ტრენინგის მონაწილე პირებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ისეთი საკითხების შესახებ როგორებიცაა: ძალადობრივი ექსტრემიზმის კონტექსტუალური განხილვა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის პოზიტიური საერთაშორისო პრაქტიკა. ასევე, ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის გლობალური პროგრამების, რეპატრიაციის და რეინტეგრაციის შესახებ.

ტრენინგი მოიცავდა, როგორც სალექციო ნაწილს, ისევე პრაქტიკულ დავალებებს მონაწილეებისთვის. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თემის ირგვლივ გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ შესაბამისი უკუკავშირი.

ტრენინგი პროექტის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი, GCSD - ის მიერ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

GCSD - მ სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოავლინა

GCSD - მ სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოავლინა

  საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი მხარს უჭერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საბაკალავრო პროგრამაზე სტრატეგიული კომუნიკაციის კურსის დანერგვაში. თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სასტიპენდიო კონკურსი, რომლის ფარგლებში GCSD...

მართლწესრიგის ოფიცრებს შშმ პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

მართლწესრიგის ოფიცრებს შშმ პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მართლწესრიგის ოფიცრებს ტრენინგი ჩაუტარდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა: მითები და რეალობა შშმ პირთა შესახებ,...

სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. სტიპენდია უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ მზარდ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს....

მართლწესრიგის ოფიცრებისთვის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

მართლწესრიგის ოფიცრებისთვის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი გაიმართა.   სწავლებაში მონაწილე ოფიცრებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ...