+995 591 34 44 55
აირჩიეთ ენა EN
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი

ლევან დოლიძე

გამგეობის წევრი
ამჟამად არის  საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორი. 2013 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრამდე, ნატო-ში  საქართველოსელჩის თანამდებობაზე მსახურობდა, უფრო ადრე კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, სადაც ზედამხედველობას უწევდა  თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს; თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას; საერთაშორისო ურთიერთობებსა დაევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ლევან დოლიძე „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“-ს ყოფილი დირექტორია. მისი პროფესიული კარიერა აგრეთვე უკავშირდება დემოკრატიისა და განვითარების სფეროში  სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. 
2002 წლიდან 2006 წლამდე, მსახურობა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში და საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში; 2006-2008 წლებში,  ასრულებდა  შვეიცარიაში საქართველოსკონსულის ფუნქციებს.
ლევან დოლიძემ  2002 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სპეციალიზაცია - საერთაშორისო სამართალი; მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია); ხოლო 2009 წელს,  გაიარა ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრისა და ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა (მიენიჭა საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების მაგისტრის წოდება).
ჩამოტვირთეთ CV

თინათინ ბრეგვაძე

გამგეობის წევრი
თინათინ ბრეგვაძეს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2005-2010 წლებში იგი მუშაობდა ორგანიზაციებში - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’ და ”World Vision Georgia’’, სადაც მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება სამოქალაქო განათლება იყო. 2010-2014 წლებში თინათინი გახდა ”ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს’’ აკადემიური საგრანტო პროგრამის გუნდის წევრი. აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიზანი სწავლის ხარისხის გაზრდითა და კვლევების ხელშეწყობით საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის მხარდაჭერა და განვითარება იყო. 2012-2014 წლებში თინათინი ზედამხედველობდა პროგრამას სამხრეთკავკასიის სამ ქვეყანაში - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. 2014 წლის სექტემბრიდან იანვრის თვემდე, ის მრჩევლის სტატუსით შეუერთდა უმაღლესი განათლების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც დაქვემდებარებულია პრემიერ-მინისტრის აპარატზე. დამატებით, თინათინი სარგებლობს მოწვეული ლექტორის სტატუსით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, ასევე ის არის ხელმძღვანელის მოადგილე განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში.
ჩამოტვირთეთ CV

ივანე ჩხიკვაძე

საბჭოს წევრი

ივანე ჩხიკვაძემ დაამთავრა "ევროპის კოლეჯი" ("College of Europe" ვარშავა, პოლონეთი) და "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" (GIPA). მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობასა და საჯარო მართვაში. 2012 წლიდან ის მუშაობს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველო"-ში, ევრო-ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერად. მანამდე ის მუშაობდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ საკითხებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში; ევრაზიის პარტნიორობის ფონდში; "ევროპის სტაბილურობის ინიციატივა"-სა (European Stability Initiative) და "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისა საქართველოში" -ში (International Organization for Migration Mission - to Georgia); ის არის "ევროპული წვლილი დემოკრატიისათვის"-ს (European Endowment for Democracy) ეროვნული კონსულტანტი. მისი პროფესიული პრიორიტეტია საქართველოს მთავრობის მონიტორინი და კვალიფიციური დახმარების გაწევა ევრო-კავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების და ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის განხორციელების კუთხით. 

ჩამოტვირთეთ CV

გიორგი გოგუაძე

გამგეობის წევრი
გიორგი გოგუაძე ამჟამად არის საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე. მანამდე ის გახლდათ საქართველოს რეფორმების დირექტორის მოადგილე. 2014 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა დიპლომტთა კლუბის პრეზიდენტი. გიორგი გოგუაძემ 2015 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ხოლო 2017 წელს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. ამჟამად გიორგი გოგუაძე სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო კურსზე. 2016 წელს, გიორგი გოგუაძე ასევე გახდა ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმის მკვლევარი.
ჩამოტვირთეთ CV