+995 591 34 44 55
აირჩიეთ ენა EN
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი
გვსურს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ!
14
ოქტ

გვსურს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ!

გვსურს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ! #GCSD-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება საქართველოში პირველი „ტერორიზმის კვლევის ცენტრი“(TRC). ცენტრის მიზანი იქნება გამოიკვლიოს ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ფოკუსით.

ცენტრი მიზნად ისახავს შეავსოს საქართველოში ტერორიზმისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან ცოდნის ნაკლებობა; შექმნას ქართულენოვანი ლიტერატურა ტერორიზმის შესახებ (პოლიტიკის დოკუმენტები, სტატიები); ჩამოაყალიბოს მკვლევართა და ექსპერტთა ქსელი, რომელიც სიღრმისეულად გააგრძელებს ტერორიზმის კვლევას ცენტრთან ან/და ინდივიდუალურად.

ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს სტუდენტებთან და უნივერსიტეტებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, მედიასა და საჯარო ინსტიტუტებთან. ცენტრის ფარგლებში გაიმართება ისეთი ტიპის აქტივობები როგორიცაა მრგვალი მაგიდის შეხვედრები, კონფერენციები, ტრენინგები და სხვა.
უკან