+995 591 34 44 55
აირჩიეთ ენა EN
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი
კონკურსი ფინანსური მენეჯერის შესარჩევად
01
თებ

კონკურსი ფინანსური მენეჯერის შესარჩევად

"საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი" (GCSD) აცხადებს კონკურსს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ორგანიზაციას ფინანსური მენეჯერი ესაჭიროება საერთაშორისო პროექტების ფინანსური მართვისათვის. 

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** საპროექტო განაცხადების ბიუჯეტების მომზადება;
** დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; 
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა და სიახლეების დროულად შესწავლა და ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა; 
** ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** ბუღალტრული გატარების შესრულება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** ორგანიზაციის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირები სხვა ცალკეული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფალ დონეზე ფლობა;
** საბუღალტრო პროგრამის და MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ აშშ-სა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების ფინანსური მართვის გამოცდილება. 

საწყის ეტაპზე დარიცხული ანაზღაურება შეადგენს 550 აშშ დოლარს (GROSS).

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10 თებერვალი

გთხოვთ დაინტერესებულ პირებს, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: gcsd.vacancy@gmail.com დ ასევე Subject-ში მიუთითეთ "ფინანსური მენეჯერი".
უკან