+995 591 34 44 55
აირჩიეთ ენა EN
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი
მიღება ტრენინგზე -“რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება”
19
ივნ

მიღება ტრენინგზე -“რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება”

„საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი“ (GCSD აცხადებს მიღებას ტრენინგზე -“რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება”.

???? ტრენინგის ფარგლებში შეირჩევა სამი ჯგუფი: საჯარო, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან.

 საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის ტრენინგის მოდული მიზნად ისახავს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხის გაანალიზებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და პროგრამების დაგეგმვის მიმართულებით ცოდნისა და შესაძლებლობების ამაღლებას.

 მედიის წარმომადგენელთათვის, ტრენინგი მორგებული იქნება რადიკალიზაციასა და ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებასთან.

 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგი მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა საკითხთან დაკავშირებული ეფექტური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელების მიმართულებით.

ტრენინგს ჩაატარებს „რადიკალიზაციისა და დე-რადიკალიზაციის კვლევის გერმანული ინსტიტუტის“ (GIRDS) საერთაშორისო ექსპერტის, საიმონ ქორნვოლი. ბატონი ქორნვოლი არის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი და ის მუშაობს ეროვნული სამოქმედო გეგმების, სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე. ის მართავს ტრენინგებს ექსტრემიზმის, კონტრტერორიზმის, რადიკალიზაციის გამომწევევი ფაქტორების, სტრატეგიის განვითარების, პერსონალის ხელმძღვანელობისა და პრევენციის საკითხებზე. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის ამჟამად მუშაობს საერთაშორისო მრჩეველად გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ტერორიზმის პრევენციის ოფისში.

ტრენინგი გაიმართება 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში. თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის, გაიმართე ცალ-ცალკე ერთდღიანი ტრენინგი.

აპლიკაციის მიღებისთვის, საჭიროა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (სადაც მითითებულია თქვენი ამჟამინდელი დასაქმების სფერო) შემდეგ ელ-ფოსტაზე- gcsd.vacancy@gmail.com 20 ივლისამდე.

შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად, აპლიკაციების განხილვა და გასაუბრება. GCSD დაუკავშირდება გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გისურვებთ წარმატებას!

უკან