+995 591 34 44 55
აირჩიეთ ენა EN
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი
ნატოს კომუნიკაციის სტრატეგია რეგიონში
30
აპრ

ნატოს კომუნიკაციის სტრატეგია რეგიონში

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის III სესიაზე რეგიონში ნატოს კომუნიკაციის სტრატეგია განიხილეს. რა როლი აქვს სტრატეგიულ გზავნილებს სასურველი შედეგების მიღწევაში, როგორია ნატოს კომუნიკაციის სტრატეგია, რა სახის სტრატეგიული კომუნიკაციების გამოწვევები არსებობს საქართველოსთვის და რა როლი აქვს ალიანსს საქართველოს წინაშე მდგარი ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავებაში - აღნიშნული სესიის მთავარი განსახილველი საკითხები იყო.
სესიაზე მომხსენებლებად საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, ნატოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის დირექტორი ბარბორა მარონკოვა და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორი ლევან დოლიძე წარსდგნენ. სესიას მოდერირებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი უწევდა.
უკან