+995 591 34 44 55
აირჩიეთ ენა EN
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი
სტაჟირება GCSD-ში
05
ოქტ

სტაჟირება GCSD-ში

სტაჟირება #GCSD-ში! ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდას, რომელიც 3 თვის მანძილზე დაეხმარება ჩვენ გუნდს სხვადასხვა პროექტისა და აქტივობების განხორციელების პროცესში. კანდიდატის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტებს, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მიმართულებას. #GCSD-ში კანდიდატი შეიძენს პროექტის მართვისა და იმპლემენტაციის უნარებს, ასევე ექნება საშუალება ორგანიზაციის გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შეხვედრებსა თუ რეგიონულ ვიზიტებში. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება დაეხმაროს კანდიდატს პროფესიულ და კარიერულ ზრდაში. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-მისამართზე- gcsd@gcsd.org.ge (ასევე cc-ში მიუთითეთ g.goguadze@gcsd.org.ge). აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.გისურვებთ წარმატებას!
უკან