+995 591 34 44 55
აირჩიეთ ენა EN
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი

ლევან დოლიძე

დირექტორი

ამჟამად არის  საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორი. 2013 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრამდე, ნატო-ში  საქართველოსელჩის თანამდებობაზე მსახურობდა, უფრო ადრე კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, სადაც ზედამხედველობას უწევდა  თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს; თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას; საერთაშორისო ურთიერთობებსა დაევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ლევან დოლიძე „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“-ს ყოფილი დირექტორია. მისი პროფესიული კარიერა აგრეთვე უკავშირდება დემოკრატიისა და განვითარების სფეროში  სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. 
2002 წლიდან 2006 წლამდე, მსახურობა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში და საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში; 2006-2008 წლებში,  ასრულებდა  შვეიცარიაში საქართველოსკონსულის ფუნქციებს.
ლევან დოლიძემ  2002 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სპეციალიზაცია - საერთაშორისო სამართალი; მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია); ხოლო 2009 წელს,  გაიარა ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრისა და ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა (მიენიჭა საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების მაგისტრის წოდება).

ჩამოტვირთეთ CV

გიორგი გოგუაძე

დირექტორის მოადგილე
გიორგი გოგუაძე ამჟამად არის საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე. მანამდე ის გახლდათ საქართველოს რეფორმების დირექტორის მოადგილე. 2014 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა დიპლომტთა კლუბის პრეზიდენტი. გიორგი გოგუაძემ 2015 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ხოლო 2017 წელს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. ამჟამად გიორგი გოგუაძე სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო კურსზე. 2016 წელს, გიორგი გოგუაძე ასევე გახდა ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმის მკვლევარი.
ჩამოტვირთეთ CV

თინათინ ბრეგვაძე

პროგრამის დირექტორი

თინათინ ბრეგვაძეს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2005-2010 წლებში იგი მუშაობდა ორგანიზაციებში - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’ და ”World Vision Georgia’’, სადაც მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება სამოქალაქო განათლება იყო. 2010-2014 წლებში თინათინი გახდა ”ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს’’ აკადემიური საგრანტო პროგრამის გუნდის წევრი. აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიზანი სწავლის ხარისხის გაზრდითა და კვლევების ხელშეწყობით საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის მხარდაჭერა და განვითარება იყო. 2012-2014 წლებში თინათინი ზედამხედველობდა პროგრამას სამხრეთკავკასიის სამ ქვეყანაში - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. 2014 წლის სექტემბრიდან იანვრის თვემდე, ის მრჩევლის სტატუსით შეუერთდა უმაღლესი განათლების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც დაქვემდებარებულია პრემიერ-მინისტრის აპარატზე. დამატებით, თინათინი სარგებლობს მოწვეული ლექტორის სტატუსით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, ასევე ის არის ხელმძღვანელის მოადგილე განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში.

ჩამოტვირთეთ CV

გოგიტა ღვედაშვილი

ევროკავშირის პროგრამების დირექტორი

გოგიტა ღვედაშვილი საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრში 2017 წლიდან ევროკავშირის პროგრამების დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

ის აქტიურად ეწოდა კვლევით და ანალიტიკურ საქმიანობას სხვადასხვა წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ეუთოს (OSCE) სადამკვირვებლო მისიაში საქართველოში. გოგიტა არის არაერთი კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი, რომელიც ეხმიანება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს. 

2015 წელს, მან მაგისტრის დიპლომი მიიღო საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებაში და გაიარა ტრენერთა ტრენინგის პროგრამა  ესტონეთში PRAXIS-ის პოლიტიკური კვლევების ცენტრში. გოგიტა არის ტრენერი პროექტების წერის, ფინანსების მოძიებისა და ადვოკატირების მიმართულებით.

ჩამოტვირთეთ CV

მარიამ გამდლიშვილი

პროექტის ოფიცერი
მარიამმა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი მიიღო ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში (თბილისის ფილიალში). 2012 წელს მან დაასრულა 6 თვიანი სტაჟირება აშშ-ს საელჩოს საზოგადოაბასთან ურთიერთობის სექციაში.ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში მას აქვს გავლილი მრავალი სტაჟირება საქართველოს საჯარო უწყბებში და ასევე, გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP). 2014-2017 წ. ის მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წ. მარიამმა მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპისმცოდნეობაში Erasmus + პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის ევროროპის ფორმირების ცენტრისგან (CIFE).
ჩამოტვირთეთ CV

თამარ ნადიბაიძე

პროექტის ასისტენტი
თამარ ნადიბაიძე ჩვენს გუნდს 2017 წლის ოქტომბერში შემოუერთდა. მას განათლება საქართველოს უნივერსიტეტში აქვს მიღებული პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით და არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამის ,,Global UGRAD”-ის კურსდამთავრებული. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მან როანოკის კოლეჯში, ვირჯინიაში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ისწავლა.

თამარის გამოცდილება მოიცავს აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ (IDFI) ღია მმართველობის პროგრამაზე. მოგვიანებით კი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, სადაც პარლამენტის ,,ღია მმართველობის პარტნირობაში“ ჩართულობას უჭერდა მხარს და კურირებდა.
ჩამოტვირთეთ CV

ირაკლი ვარშანიძე

აჭარის რეგიონალური კოორდინატორი
ირაკლი ვარშანიძე ,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრს’’ 2016 წლის თებერვლიდან შეუერთდა, ის კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის საქმიანობას აჭარის რეგიონში. ირაკლი სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში, ამ დრომდე ის იყო ,,სოციალური კაპიტალი-საქართველოს’’ პროექტების მენეჯერი, ასევე 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე გაიარა სტაჟირება ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’’ საპარლამენტო ოფისში. მას მიღებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრისა (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხები. მისი კვლევითი და პროფესიული ინტერესებია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და დემოკრატიული განვითარების საკითხები. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჩამოტვირთეთ CV