+995 591 34 44 55
აირჩიეთ ენა EN
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი

სამოქალაქო მონიტორინგი უსაფრთხოებისთვის

დასრულებული

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შესაძლებლობათა გაძლიერებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცენტრი მონიტორინგს გაუწევს კომიტეტის საქმიანობას; მოამზადებს შესაბამის მოხსენებებსა და რეკომენდაციებს; უზრუნველყოფს სამოქალაქო სექტორის ეფექტიან მონაწილეობას უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვებში.

პროექტის საქამიანობა მოიცავს შემდეგი აქტივოვობების განხორციელებას:

- კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი;
შეხვედრები და დისკუსიები კომიტეტის წევრბთან და აპარატის თანამშრომლებთან;
უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობასთანდაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის შესწავლა;
კომიტეტის სხდომების მუდმივი მონიტორინგი;
- შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
შესაბამისი დისკუსიების ორგანიზება და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე სხვა შესაბამისი აქტივობების განხორციელება.  

 

 





უკან