ჩვენი გუნდი

ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი

ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი

კომუნიკაციის მენეჯერი

ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი GCSD - ის გუნდს 2020 წლის ივნისში შემოუერთდა. ნიკოლოზმა ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში და მასობრივ კომუნიკაციებში კავკასიის უნივერსიტეტში მიიღო. ასევე, მას აქვს მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ურთიერთობებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში ნიკოლოზმა, GIPA - ს რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. მას შემდეგ იგი მუშაობდა, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველოფის სააგენტოში და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, სადაც, სამიზნე ჯგუფებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიების წარმოებაზე.