ჩვენი გუნდი

უილიამ ბ. ფარელი

უილიამ ბ. ფარელი

მრჩეველთა საბჭოს წევრი

2021 წლიდან, დოქტორი უილიამ ბ. ფარელი საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრია. დოქტორი ფარელი მეინის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და სართაშორისო ურთიერთობების სკოლის პროფესორია. ასევე, ის მთავარი კონსულტანტია მენის Swordfish Consulting International, LLC-ში. მისი სამუშაო გამოცდილება 25 წელზე მეტ ხანს მოიცავს აშშ-ს მთავრობასა და აღმასრულებელ ორგანიზაციებში, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია Mercy Corps-ში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში და სხვა. დოქტორმა ფარელმა, პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, დოქტორის ხარისხი მენის უნივერსიტეტში მიიღო. მანამდე, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში მაგისტრის წოდება მოიპოვა, ხოლო ტაფტის უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა ბაკალავრიატი.