სოფიკო ღლონტი
ადმინისტრაციულ-ფინანსური ასისტენტი
სოფიკო ღლონტი, GCSD-ის გუნდს, 2022 წლის ნოემბრიდან, ადმინისტრაციულ-ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა. სოფიკომ 2018 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საბაკალავრო პროგრამა - საჯარო მმართველობა. 2018-2019 წლებში მან გაიარა USAID კარგი მმართველობის ინიციატივის სტაჟირების პროგრამა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში, სადაც მონაწილეობა მიიღო გენდერული გავლენის ანალიზის დოკუმენტის მომზადებაში. 2019 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" ("სსიპ სმართ ლოჯიქი") ეკონომიკურ დეპარამენტში ბიუჯეტირების სპეციალისტისა და შემდგომში ბიუეჯტირებისა და ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე. 2022 წელს ასევე დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივის" შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროექტში, მათ შორის, საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, 2016 წელს.