ლიზა ბერუაშვილი
პროექტის ასისტენტი
ლიზა ბერუაშვილი, GCSD-ის გუნდს, 2022 წლის აგვისტოდან, პროექტის ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა. ლიზამ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულია. იგი ევროატლანტიკური კონცენტრაციის, ფრანგული ენის მიმართულებაზე სწავლობდა. ლიზა საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის 2022 წლის ივნისი-აგვისტოს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციული განვითარების გუნდთან ერთად, ჩართული იყო პროექტის “უკეთ გავიცნოთ ნატო” ორგანიზებაში. 2022 წელს მან მონაწილეობა მიიღო და წარმატებით დაასრულა „იან კარსკის სახელობის პროგრამა ახალგაზრდა ქართველი ლიდერებისთვის“. ლიზას სამუშაო გამოცდილება აქვს ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისში“, სტაჟიორის პოზიციაზე. იგი 2022 წლის ივნისში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში ჰიბრიდული ომის კურსს უძღვებოდა. 2021 წელს მან გაიარა „ჯეოქეისის“ სატრენინგო კურსი - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“, აგრეთვე დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის კურსი „ევროპული სამოქალაქო ერის ფორმირება საქართველოში“. საუნივერსიტეტო განათლების ფარგლებში ლიზას შესრულებული აქვს რამდენიმე კვლევითი ნაშრომი, მათ შორის საბაკალავრო ნაშრომი თემაზე „საერთაშორისო პასუხი 2022 წლის რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ: პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ასპექტები“. მის ინტერესის სფეროს ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხეების კვლევა წარმოადგენს.