პროექტები

სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროექტი: სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)

დონორი: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)

ხანგრძლივობა: რვა თვე

 

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, “Rural SMEs Development Programme”-ის ფარგლებში, ხორციელდება პროექტი - "სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა", რომელიც მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ჯგუფების გაძლიერებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს როგორც კვლევით, ისე ღონისძიებით კომპონენტებს და მხარს უჭერს ადგილობრივ თემებს მთელი საქართველოს მასშტაბით.