სიახლე

დაიჯესტი კიბერუსაფრთხოებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, 1-13 აგვისტო

გთავაზობთ კიბერმედეგობის ცენტრის (CRC) მიერ მომზადებულ კიბერუსაფრთხოებასთან და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს:
  • ფინეთისა და ნორვეგიის ხელისუფლებამ Yandex ჯგუფს მომხმარებელთა პირადი მონაცემების რუსეთისთვის გადაცემა აუკრძალა;
  • პრორუსულად განწყობილი ჰაკერების ჯგუფი კიბერშეტევის სამიზნედ ამჯერად იტალიურ ბანკებს იღებს;
  • პირველ აგვისტოსჩინეთმა გაავრცელა ინფორმაცია სამომავლო აკრძალვებისა და რეგულაციების შესახებრომელებიც კონკრეტულად AI ტექნოლოგიებსა და მოდელებს შეეხება;
  • Microsoft–ს განცხადებით, 40-ზე მეტი გლობალური ორგანიზაცია ფიშინგის მსხვერპლი გახდა;
  • აშშ-ს ჯანდაცვის კომპანიაზე, „Synergy“, კიბერშეტევის შედეგად, 58 000 პაციენტის პირადი ჩანაწერი გამოქვეყნდა;
  • ინტერნეტ თაღლითობის შედეგად, მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა;
  • EY-ის მიმართ განხორციელებულმა კიბერშეტევამ ამერიკის ბანკის 30 000-ზე მეტი მომხმარებელი დააზარალა.

მიმაგრებული ფაილები