სიახლე

დისკუსია – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და გამოწვევები

ივლისს, Georgian Review.ge-ს ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია თემაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და გამოწვევები.“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი ლევან დოლიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმდომარე დავით სიხარულიძე და პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

ლევან დოლიძემ თავის მოხსენებაში მიმოიხილა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

მომხსენებლებმა აგრეთვე ისაუბრეს რუსული ”რბილი ძალის“ გავლენაზე ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმები.

დისუკსია Frontline Georgia Club-ში ჩატარდა.