სიახლე

GCSD ტერორიზმის კვლევის ცენტრს აფუძნებს

გვსურს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ! #GCSD-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება საქართველოში პირველი „ტერორიზმის კვლევის ცენტრი“(TRC). ცენტრის მიზანი იქნება გამოიკვლიოს ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ფოკუსით.

ცენტრი მიზნად ისახავს შეავსოს საქართველოში ტერორიზმისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან ცოდნის ნაკლებობა; შექმნას ქართულენოვანი ლიტერატურა ტერორიზმის შესახებ (პოლიტიკის დოკუმენტები, სტატიები); ჩამოაყალიბოს მკვლევართა და ექსპერტთა ქსელი, რომელიც სიღრმისეულად გააგრძელებს ტერორიზმის კვლევას ცენტრთან ან/და ინდივიდუალურად.

ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს სტუდენტებთან და უნივერსიტეტებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, მედიასა და საჯარო ინსტიტუტებთან. ცენტრის ფარგლებში გაიმართება ისეთი ტიპის აქტივობები როგორიცაა მრგვალი მაგიდის შეხვედრები, კონფერენციები, ტრენინგები და სხვა.