სიახლე

კრიზისის კომუნიკაციის ონლაინ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) კრიზისის კომუნიკაციის ონლაინ სასწავლო კურსზე რეგისტრაციას იწყებს.

კრიზისის კომუნიკაციის სასერთიფიკატო ონლაინ კურსის მიზანია, თეორიული  ცოდნისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობით, მსმენელებს აუმაღლოს ცნობიერება კრიზისის კომუნიკაციის შესახებ და დაეხმაროს მათ შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც კრიზისული ვითარების ეფექტიანად, დროულად და წარმატებით დაძლევაში დაეხმარება. 

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელები გაეცნობიან კრიზისის კომუნიკაციის სამ ფაზას (კრიზისის წინა პერიოდი, კრიზისზე რეაგირება და პოსტკრიზისული ვითარება) და იმ საკვანძო საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც ყველა ეტაპზე აუცილებელია კრიზისის კომუნიკაციის ეფექტიანად წარმოებისთვის. 

სასწავლო კურსზე დარეგისტრირება შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კურსზე სწავლა უფასოა.

კრიზისის კომუნიკაციის კურსი 8 მოდულისგან (ვიდეო გაკვეთილი, საკითხავი მასალა და ტესტი) შედგება და თითოეულ მათგანს პროფესიონალი ტრენერები გაუძღვებიან. კურსის გასავლელად შერჩეული კანდიდატებისთვის პირველი მოდული 25 მარტს გაიხსნება, სამეცადინო დროს მომხმარებელი თავად განსაზღვრავს. თითოეული მოდულის დასრულების შემდგომ მონაწილეებმა უნდა ჩააბარონ ტესტი იმისათვის, რომ შემდგომ მოდულზე გადავიდნენ. რვავე მოდულის გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ შემაჯამებელი ტესტი და 70% ან მეტი სწორი პასუხის შემთხვევაში, მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს. 

კურსზე დასაშვებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია GCSD-ის ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე stratcom.org.ge. მონაწილეთა   შერჩევა   ხდება   საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ. რეგისტრაცია შესაძლებელია 6 - დან - 20 მარტის ჩათვლით, ხოლო სასწავლო კურსი 25 მარტს დაიწყება. 

დამატებითი კითხვების შემთვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge

კრიზისის კომუნიკაციის სასერთიფიკატო ონლაინ კურსი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში ტარდება.