სიახლე

პანელური დისკუსია - „ნატო 2023 წელს: ადაპტაცია ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან“

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა (GCSD) დს ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში (NLO), პანელური დისკუსია - „ნატო 2023 წელს: ადაპტაცია ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან“ გამსრთეს.

ღონისძიება GCSD-ის დირექტორმა მარიამ თოხაძემ გახსნა, რასაც NLO-ს ხელმძღვანელის ალექსანდრე ვინიკოვის გამოსვლა ვილნიუსში ნატოს ბოლო სამიტის ძირითადი შედეგებს შესახებ მოჰყვა.

ღონისძიების პირველ პანელზე,  ფინეთის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, თურქეთსა და ლიბანში, პოლკოვნიკმა ჰარი პალდანიუსმა, შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, დოქტორმა გუნილა ჰეროლფმა,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ  და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა დოქტორმა ბაკურ კვაშილავამ, ფინეთისა და შვედეთის ნატოში ინტეგრაციაზე იაუბრეს.

მეორე პანელზე მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოესმინათ ნატოში გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენლისთვის ელჩ დევიდ ქორისთვის, რუმინეთის ელჩისთვის საქართველოში რაზვან როტუნდუსთვის, უსაფრთხოების გამოწვევებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილისთვის დოქტორი ჯეიმი შეისთვის და უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის დამფუძნებელისა და აღმასრულებელი დირექტორისთვის ნათია სესკურიასთვის, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის ომი და ამაზე ნატოს პასუხი განიხილეს

დისკუსიებს მოჰყვა ინტერაქტიული კითხვა-პასუხი, რომელიც შეეხო სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს წლიურ ეროვნულ პროგრამას, რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებს, კიბერშეტევებს და უკრაინაში შეჭრას.