სიახლე

სამუშაო შეხვედრა ციფრულ დიპლომატიაზე

სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ციფრულ დიპლომატიაზე სამუშაო შეხვედრა გამართა. ონლაინ შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგი უწყებები მონაწილეობდნენ:

  • პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
  • სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;
  • საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა, ისრაელის ციფრული დიპლომატიისა და კორონავირუსით შექმნილ გამოწევებზე ეფექტიანი რეაგირების გამოცდილება.

სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.