სიახლე

საუბრები ელჩებთან - თურქეთი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) იწყებს შეხვედრების სერიას - „საუბრები ელჩებთან“. შეხვედრებზე, საქართველოში პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები,  აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და საკუთარი ქვეყნების პოზიციონირებაზე ისაუბრებენ.

შეხვედრების სერიის საუბრები ელჩებთან პირველი შეხვედრის ფარგლებში, 2022 წლის 23 მაისს,  GCSD-მ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს, უმასპინძლა. ქალბატონმა იაზგანმა ისაუბრა თურქეთის პერსპექტივაზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და ამ ომის გავლენაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში.

შეხვედრა ჩატარდა სამუშაო ჯგუფის და ჩეთემ ჰაუსის ფორმატში.