სიახლე

თემატური სახელძღვანელო "კიბერუსაფრთხოება: გარემოს ანალიზი და პრევენციული მექანიზმები"

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), პროექტის "ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოების" - ფარგლებში, მოამზადა თემატური სახელმძღვანელო - "კიბერუსაფრთხოება: გარემოს ანალიზი და პრევენციული მექანიზმები" ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე.

სახელმძღვანელოს მიზანია, საზოგადოების წევრი ძირითადი აქტორების - საჯარო მოხელეების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების - შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რათა კიბერსაფრთხეების მიმართ გაიზარდოს როგორც ინდივიდუალური, ისე ინსტიტუციური უსაფრთხოების დონე. სახელმძღვანელოში მოცემული კიბერუსაფრთხოების ზოგადი პრინციპები და თემატური მაგალითები საშუალებას აძლევს აღნიშნული თემით დაინტერესებულ პირებს ხელი შეუწყონ კიბერსაფრთხეებთან გამკლავებისა და პრევენციის შესახებ არსებული ცოდნის გაფართოებასა და რისკების მართვას. 

სახელმძღვანელოს მომზადებისას გამოყენებული იქნა საჯაროდ ხელმისაწვდომი, არაკომერციული სახის ლიტერატურა და ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

სახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ GCSD-ის დაკვეთით და გამოყენებული იქნა, პროექტის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფებისათვის ჩატარებულ ტრენინგებზე. 

პროექტს - “ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის” - GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებული პირებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მცხოვრები საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეების მიმართ.