სიახლე

ტრენინგები ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციის შესახებ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციის შესახებ ონლაინ ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგები სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 62-მა პირმა მიიღო. მონაწილეები, GCSD-მ ღია კონკურსის წესით შეარჩია. ისინი გაეცნენ ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სხვადასხვა მიდგომებს, პროგრამებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.

 

5 სესიად შექმნილი სასწავლო პროგრამა პროგრამა ხაზს უსვამს თანამშრომლური მიდგომების უპირატესობას, რომლებიც სცილდება უსაფრთხოებაზე ორიენტირებული რეაგირების ფარგლებს და გამყარებულია მოწინავე პრაქტიკებით. პროგრამა მიზნად ისახავს საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომელთა მომზადებას და მათთვის ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის პროცესში მიღებული უახლესი პრაქტიკის გააზრებას.

 

ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სასწავლო პროგრამა წარმოადგენს, ამ მიმართულებით, პირველ ქართულენოვან სასწავლო პროგრამას. იგი მომზადდა ორგანიზაციის „Search for Common Ground“ მიერ „Hedayah“-ს ცენტრთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „STRIVE Global“ ფარგლებში, ხოლო ქართული რეალობისთვის ადაპტირდა საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ.

 

„არა შაბლონური, მრავალმხრივად ინფორმაციული - ტრენინგის ყველაზე მოკლე და მარტივი შეფასებაა. საინტერესო თემებით სავსე ღია სივრცე - თავისუფალი მსჯელობისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბებისათვის. ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკითხებისადმი მრავალმხრივი მიდგომა და კონტექსტის გათვალისწინება. გამოიკვეთა ინფორმირებულობის გაზრდის და სხვადასხვა სფეროდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვის საჭიროება. აქვე, განსაკუთრებით გამოვყოფდი მომავალი თაობის, ახალგაზრდებისა და ტექნოლოგიების წინ წამოწევის კრიტიკულ მნიშვნელობას, ძალადობროვი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციაში. პ.ს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა პრაქტიკული სავარჯიშოების ნაწილის მოცვაც, რაც კოვიდ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა”, - ერთ-ერთი მონაწილის უკუკავშირი ტრენინგის გავლის შემდგომ.

 

ტრენინგი შედგება ათი მოდულისგან, რომლებიც მოიცავს სფეროში არსებულ, როგორც ზოგად პრაქტიკასა და გამოცდილებას, ასევე რეკომენდაციებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთათვის. პროგრამა აერთიანებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ახლგაზრდობის, თემის ლიდერების, ქალებისა და ბავშვების, ტექნოლოგიების, ნარატივების როლებს PCVE პროგრამებსა და ძალისხმევებში.

 

სასწავლო პროგრამა ხაზს უსვამს თანამშრომლური მიდგომების უპირატესობას, რომლებიც სცილდება უსაფრთხოებაზე ორიენტირებული რეაგირების ფარგლებს და გამყარებულია მოწინავე პრაქტიკებით. ადგილობრივ კონტექსტთან, კულტურასა და მახასიათებლებთან მარტივად ადაპტირებისთვის, ის აგრეთვე უზრუნველყოფს სათანადო ინსტრუმენტებსა და რეკომენდაციებს. და ბოლოს, პროგრამა ხელს უწყობს რისკების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენასა და აღმოფხვრას პროგრამის შემუშავებისა და "ზიანის მიუყენებლობის“ (Do No Harm) მიდგომის გამოყენებით.

 

სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ გვერდზე: http://bit.ly/3h5biQR 

 

ტრენინგები ჩატარდა პროექტის “ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში, რომელსაც GCSD ჰედაიას ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.