ტენდერები

კონკურსი ახალგაზრდებისთვის

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)", პროექტ Vaccination4Georgia-ს ფარგლებში აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს კორონავირუსთან (COVID-19) გამკლავების პროცესში ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებისა და სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, მიმდინარე ეტაპზე რეგულაციების მოხსნისა და აქტიური ტურისტული სეზონის პარალელურად ვაკვირდებით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ტენდენციას. ამის საპასუხოდ, პროექტის პრიორიტეტია, ყურადღება გამახვილდეს პრევენციულ მექანიზმებზე და მხარი დაუჭიროს ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულის ზრდას.

პროექტის სამიზნე რეგიონებია:

  • სამცხე-ჯავახეთი
  • ქვემო ქართლი
  • კახეთი

კონკურსით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ:

  • 55-65+ წლის ასაკობრივ ჯგუფზე;
  • სოფლად და შორეულ თემებში/რეგიონებში მცხოვრები ადამიანები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე;
  • ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე;
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებზე, ქალაქებსა და სოფლებზე.

კონკურსის ფარგლებში დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა წარმოადგინონ კრეატიული იდეები, თუ როგორ დაუჭერენ მხარს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და გაუმკლავდებიან მასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას;

საკონკურსო იდეები შეიძლება მოიცავდეს ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს (მაგ: სტენსილების და ინფოგრაფიკების შექმნას, საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან და ა.შ.) ასევე, სხვადასხვა პრაქტიკულ ინიციატივებს, რომლების შესაძლოა განხორციელდეს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ შეხვედრების ფორმატში.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 9 გამარჯვებული და თითოეულ რეგიონში მხარდაჭერილი იქნება 3 ინიციატივა.

ინიციატივის განსახორციელებლად განკუთვნილი ბიუჯეტია - 3000 ლარი (NET)

საპროექტო განაცხადი, უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • იდეის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი);
  • აქტივობები, მეთოდოლოგია და ვადები (მაქსიმუმ 2 გვერდი).

პროექტის განხორციელების ვადა არის ერთი თვე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ნოემბერი, 18:00 საათი.

განაცხადი მიიღება შემდეგ ელ. ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ - "ახალგაზრდული ინიციატივები".

კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge.