ვაკანსიები

ვაკანსია იურისტის მოკლევადიან პოზიციაზე

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება მოკლევადიანი კონტრაქტი
  • ბოლო ვადა 13 აპრილი

შესავალი

ვაცხადებთ ვაკანსიას იურისტის მოკლევადიან პოზიციაზე!

სამუშაო აღწერილობა

იურისტის საქმიანობის მიზანია ორგანიზაციის სტრატეგიული დოკუმენტების გაუმჯობესება და შემუშავება, დოკუმენტები მოიცავს შინაგანაწესს, ანტი-კორუფციულ სტრატეგიას, გენდერულ პოლიტიკას და სხვას.

დავალების შესასრულებლად განსაზღვრულია 2 თვე, ნახევარი განაკვეთი (მოქნილი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება,
  • იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება,
  • მსგავს დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება,
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა,
  • ინგლისური ენის ფლობა;

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • დადგენილ ვადებში მუშაობა,
  • უნდური მუშაობის უნარი,
  • დეტალებსა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე ორიენტირებულობა.

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ CV გამოაგზავნონ მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge, ხოლო დასახელებაში მიუთითონ Short Term Lawyer. გთხოვთ CV-ში მიუთითოთ რეკომენდატორები.

დოკუმენტების გამოგზავნის საბოლოო თარიღია: 2020 წლის 13 აპრილი, 13:00 სთ

პირველ ეტაპზე ორგანიზაცია გადაარჩევს კანდიდატების მოწოდებულ დოკუმენტებს და შემდეგი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

პოზიციაზე დასაქმება იქნება დროებითი, ხელშეკრულება გაფორმდება 2 თვის ვადით.

სამუშაო განაკვეთი არის მოქნილი, ხოლო სახელფასო განაკვეთის შეთანხმება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

სახელფასო ფონდი შეთანხმდება უშუალოდ შერჩეულ კანდიდატთან.