ვაკანსიები

ეკონომისტი

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება ფინანსები
  • ბოლო ვადა 18 ოქტომბერი

შესავალი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს ვაკანსიას ეკონომისტის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა

ეკონომისტის საქმიანობა გულისხმობს ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებში იმ აქტივობების განხორციელებასა და ზედამხედველობას, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური პროფილი, ჩართულია ფინანსური ინსტიტუტები და კერძო სექტორი. პოზიცია, ასევე მოიცავს ორგანიზაციის ეკონომიკური პორტფელის გაძლიერებას და დამატებითი შესაძლებლობების მოძიებას. მიმდინარე ეტაპზე, ორგანიზაციას აქვს შემდეგი სახის ეკონომიკური პროექტები:

  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში MSME გაძლიერება;
  • სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება;
  • თემატური ანგარიშები და მოკვლევა სამიზნე ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური პარამეტრების შესახებ;
  • საერთაშორისო სანქციები, სანქციების პოლიტიკა, სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით პარტნიორების გაძლიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის/საჯარო მმართველობის მიმართულებით;
  • თემატური მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა);
  • აკადემიური წერის მაღალი დონე;
  • საპროექტო წინადადებებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დადგენილ ვადებში მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებსა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე ორიენტირება.

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ CV გამოაგზავნონ მისამართზეvacancy@gcsd.org.ge, ხოლო სათაურის ველში მიუთითონ Economist, ასევე, გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ რეკომენდატორები (არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების გამოგზავნის საბოლოო თარიღია2022 წლის 18 ოქტომბერი.

პირველ ეტაპზე ორგანიზაცია გადაარჩევს კანდიდატების მოწოდებულ დოკუმენტებს და შემდეგი ეტაპის (ტესტირება) გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მინიმალური სახელფასო განაკვეთი: 1200 $ (GROSS), კონტრაქტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 თვე