ჩვენი გუნდი

ქეთევან იმერლიშვილი

ქეთევან იმერლიშვილი

ფინანსური დირექტორი

ქეთევან იმერლიშვილი GCSD - ის გუნდს 2019 წლის სექტემბერში შემოუერთდა. ქეთევანმა ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ასევე, მას აქვს მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტსა და ბუღალტერიის განხრით. 2015-2019 წლებში მუშაობდა ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერის პოზიციაზე, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელში USAID პროგრამის ფარგლებში. ასევე, 2013-2015 წლებში გახლდათ ფინანსური ოფიცერი საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში და ეკონომიკური განათლების ცენტრში ტრენერი ფინანსებსა და საგადასახადო საკითხებში.