პროექტები

უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა II

პროექტი: უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა II

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)

დონორი: ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება

ხანგრძლივობა: 2023 წლის ივნისი - 2023 წლის სექტემბერი

 

პროექტს "უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა II", GCSD, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები: (1) ჩატარდება ნატოს ახალგაზრდული აკადემია, რომელიც გააერთიანებს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ მეტი ნატოსა და არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ და განავითარონ თავიანთი პრაქტიკული უნარები ლიდერობის, მოლაპარაკებების, კომუნიკაციისა და სხვა მიმართულებებით; (2) გაიმართება ნატოს საუბრების სერია რომელიც გადაიცემა ონლაინ ფორმატში GCSD-ის Facebook-ის გვერდის მეშვეობით. საუბრებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ექსპერტები და ოფიციალური პირები; (3) ჩატარდება კვლევითი კონკურსი სტუდენტებისათვის, რომელიც წაახალისებს ახალგაზრდულ კვლევებს ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე. პარალელურად, ექსპერტები გაანალიზებენ უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებს და დაწერენ სტატიებს, რომლებიც გამოქვეყნდება ელექტრონულ პუბლიკაციაში; (4) მოეწყობა საჯარო მიღება, სადაც მოწვეული იქნებიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც შეიტყობენ თუ როგორ აძლიერებს ნატო საქართველოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას.

სხვა პროექტები