პროექტები

სამხრეთ კავკასიაში მულტისექტორული ბენეფიციარების ცნობიერების გაზრდა მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გავრცელების რისკებსა და გამოწვევებზე

პროექტის დასახელება: სამხრეთ კავკასიაში მულტისექტორული ბენეფიციარების ცნობიერების გაზრდა მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გავრცელების რისკებსა და გამოწვევებზე
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
ხანგრძლივობა: 2024 წლის იანვარი - 2025 წლის იანვარი

პროექტს - „სამხრეთ კავკასიაში მულტისექტორული ბენეფიციარების ცნობიერების გაზრდა მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის გავრცელების რისკებსა და გამოწვევებზე“ – GCSD, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს. 

პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მაღალტექნოლოგიური კონვენციურ იარაღის (ACW) და მისი კომპონენტების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს ინიციატივა ექვემდებარება ფართო რეგიონულ ძალისხმევას რომ ხელი შეუწყოს გამოწვევების შესახებ ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებას რისკის ქვეშ მყოფ სექტორებს შორის.       

პროექტი გულისხმობს სხვადასხვა, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობას, კერძოდ: ფინანსურ ინსტიტუტებთან, სამინისტროებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, ეროვნულ ბანკთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან, ლოგისტიკურ კომპანიებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.    

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მოიცავს - ტრენინგებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ACW და მისი კომპონენტების გავრცელების პრევენციას ლოგისტიკური და ფინანსური სექტორების მეშვეობით, ტრენინგებს საქართველოსა და აზერბაიჯანში მედია წარმომადგენლებისთვის ACW და მისი კომპონენტების გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით, საქართველოსა და აზერბაიჯანში ლოგისტიკური და ფინანსური სექტორებისთვის ოპერატიულ სახელმძღვანელოებს, ACW-ს გავრცელების რისკის შესამცირებლად. 

 

პროექტის განხორციელების პროცესში, GCSD-ის გუნდთან ერთად, ჩართული იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები

სხვა პროექტები