სიახლე

ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცის მიზნით მეორე ქვე გრანტი გაიცა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD - მ), პროექტის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში მეორე ქვე გრანტი გასცა.

ამჯერად, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ (JRC) გახდა. JRC არის საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რეგიონული მედიისთვის სამი ძირითადი მიმართულებით: განათლება, პროგრამირება და ადვოკატირება. JRC -ს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს პროპაგანდის განეიტრალება, უმეტესად პროაქტიული მოქმედებით. ამ მხრივ ორგანიზაციის გუნდს უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

პროექტი, რომელსაც JRC მომდევნო ერთი წლის მანძილზე განახორციელებს, საქართველოს რვა რეგიონს დაფარავს: აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, შიდა ქართლი, კახეთი და რაც მთავარია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს: ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.

პროექტის მიზანია, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია საქართველოში, რაშიც JRC მოიაზრებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებელთა უნარებისა და სასწავლო პროგრამების განვითარებას სამიზნე თემის ირგვლივ, განსაკუთრებით რეგიონებში. ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ფართო მრავალარხიანი კამპანიის წარმოების გზით, უმეტესად საქართველოს რეგიონებში და ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვენების განვითარების ხელშეწყობას.

GCSD პროექტს - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება 2020 წლიდან, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები იხილეთ თანდართულ ფაილად.