ჩვენი გუნდი

ნიკოლოზ ყიფშიძე

ნიკოლოზ ყიფშიძე

პროექტის ასისტენტი

ნიკოლოზ ყიფშიძე, GCSD-ის გუნდს 2022 წლის ოქტომბრიდან, პროექტის ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა. ნიკოლოზი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის "GIPA"-ს კურსდამთავრებული. მას მონაწილეობა აქვს მიღებული „ლაიონს ქლაბ“-ის გაცვლით პროგრამაში, რომელიც აერთიანებს არაერთი ეროვნების ახალგაზრდებსა და მოზარდებს სოციალური, სამოქალაქო და კულტურული განათლების მიზნით. სტუდენტობის შემდგომ, ის მუშაობდა “GIPA”-ში, სოციალური მეცნიერებების პროგრამის კოორდინატორად. სტუდენტობისას, მისი საბაკალავრო ნაშრომი ეხებოდა ჩინეთის სახელმწიფოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ეროვნული უსაფრთხოების ინსტრუმენტად. მისი ამჟამინდელი ინტერესები მოიცავს თანამედროვე და განვითარებული ტექნოლოგიების პოტენციალს ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დახმარების სექტორებში.