ცოტნე არაბული
პროექტის კოორდინატორი
ცოტნე არაბული, GCSD-ის გუნდს, 2022 წლის სექტემბრიდან, პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე შემოუერთდა. ცოტნე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ბაკალავრიატზე სწავლისას, აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომლის ფარგლებშიც 2021 წელს იკავებდა ლექტორის ასისტენტის, 2022 წელს კი „მომავალ დიპლომატთა კლუბის“ მენტორის პოზიციას. მას ასევე აქვს პოლიტიკის და კულტურის შესახებ ანალიტიკურ სტატიებზე მუშაობის გამოცდილება მედია-საინფორმაციო კომპანიებში. 2021 წელს, ცოტნემ სტაჟირება გაიარა GCSD-ში, რის შემდეგაც გამოცდილება გაიღრმავა „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში“, პროექტის მართვის მიმართულებით. ის აქტიურად არის ჩართული არაერთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტში და აქვს სამეცნიერო კვლევებზე მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება.