პროექტები

საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა

პროექტი: საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა
განმახორციელებელი ორგანიზაცია: B&S Europe, PMCG, GCSD
დონორი: ევროკავშირი
ხანგრძლივობა: 2021-2023 წწ.

2021 წლის ოქტომბრიდან GCSD, B&S Europe-სა და PMCG-სთან ერთობლივი კონსორციუმის ფორმატში ახორციელებს პროექტს „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა“ რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერს ევროკავშირი. პროექტის მიზანია, საქართველოში უსაფრთხოების სექტორის აქტორების ანგარიშვალდებულების გაზრდით ქვეყანაში გააძლიეროს ადამიანთა უსაფრთხოება.

პროექტის ფარგლებში გაძლიერდება სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის და პარლამენტის შესაძლებლობები უშუალოდ უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის განხორციელების  მიმართულებით. ეს პროცესი შიდა სტრუქტურებისა და პროცედურების გაუმჯობესების და ეფექტური ოპერაციების გაძლიერებით მოხდება. ამასთანავე, ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად დაიხვეწება ზედამხედველობის ორგანოების ფუნქციები და მანდატები. კოორდინაცია გაუმჯობესდება როგორც ზედამხედველობის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, ისე სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება ზედამხედველობის ფუნქციებისა და უფლებამოსილი ზედამხედველობის ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ, რათა გაიზარდოს მოსახლეობის ნდობა სამართალდამცავი ორგანოებისა და ზედამხედველობის მექანიზმების მიმართ.

სხვა პროექტები

VACCINATION4GEORGIA

დონორი: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ)