პროექტები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის II ფაზა

,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის II ფაზა’’ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც 2019 წლის 6 თებერვალიდან 2021 წლის 5 დეკემბრამდე გრძელდება. პროექტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებებში აღებული ვალდებულებების მხარდაჭერას უწყობს ხელს, და თანამშრომლობს: სამთავრობო ინსტიტუტებთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებთან.

პროექტის მთავარი მიზანია საჯარო ინსტიტუტებისა და მოხელეების შესაძლებლობების გაუმჯობესება ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ეფექტიანად შესასრულებლად. ამ მიზნით, პროექტი არაერთ აქტივობას ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. პროექტი მხარს უჭერს: ასოცირების შეთანხმებაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინაციის გაუმჯობესებას, მონიტორინგსა და შეფასებას
; ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციასა და მონიტორინგს.

სხვა პროექტები