+995 32 229 0630
აირჩიეთ ენა EN
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი

სტრატეგიული კომუნიკაცია უკეთესი მომავლისთვის

​კიდევ ერთი ​კარგი ​სიახლე #GCSD-ში​!​ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ვიწყებთ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამას. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ეფექტიანობის ამაღლებას. პროგრამა მოიცავს ​სამაგიდე კვლევის ჩატარებას, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებასა და ​ინტენსიურ​ი​ ტრენინგ კურსების გამართვას​ გადაწყვეტილების მიმღები პირების, პრაქტიკოსებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგებს გამართავენ საერთაშორისო ექსპერტები.

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრმა მისამართი შეიცვალა

დღეიდან სტუმრებს, ჟურნალისტებსა და კოლეგებს გელით დიდიმ მირცხულავას ქუჩა N6-ში

სტაჟირება GCSD-ში

სტაჟირება #GCSD-ში! ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდას, რომელიც 3 თვის მანძილზე დაეხმარება ჩვენ გუნდს სხვადასხვა პროექტისა და აქტივობების განხორციელების პროცესში. კანდიდატის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტებს, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მიმართულებას. #GCSD-ში კანდიდატი შეიძენს პროექტის მართვისა და იმპლემენტაციის უნარებს, ასევე ექნება საშუალება ორგანიზაციის გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შეხვედრებსა თუ რეგიონულ ვიზიტებში. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება დაეხმაროს კანდიდატს პროფესიულ და კარიერულ ზრდაში. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-მისამართზე- gcsd@gcsd.org.ge (ასევე cc-ში მიუთითეთ g.goguadze@gcsd.org.ge). აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი. გისურვებთ წარმატებას!

ჩვენ შესახებ

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი (GCSD) არის არასამეწარმეო, არა სამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითად მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა. ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე, მისი საქმიანობა მოიცავს: კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.